23:54 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სასწრაფო დახმარება

ავარია კახეთის გზატკეცილზე: არიან დაშავებულები

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1225)
90 0 0

სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანზე გაჩერებულ „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანას შეეჯახა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში,  კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არსებული  ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანზე გაჩერებულ Volkswagen-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც ინერციით მის წინ მდგომ მანქანას დაეჯახა.

ავარიის შედეგად Volkswagen-ის მარკის ავტომობილში  მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს  სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1225)

მთავარი თემები