თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანზე გაჩერებულ Volkswagen-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც ინერციით მის წინ მდგომ მანქანას დაეჯახა.
ავარიის შედეგად Volkswagen-ის მარკის ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.