ე.წ. კანონიერ ქურდ „ლავას ოღლისთან" კავშირისთვის თბილისსა და აჭარაში ათი პირი დააკავეს

გამოწერა
„ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისსა და აჭარაში „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით ათი ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე.

მათი დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ათობით შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მკვიდრი რუსეთშია ექსტრადირებული

საბანაძის განცხადებით, დაკავებულები ხალხს აშინებდნენ, ძალის გამოყენებით ფულს სძალავდნენ და ასევე აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს" ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

გარდა ამისა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ქართველ „კანონიერ ქურდ" მინდია გორაძეს, მეტსახელად „ლავას ოღლის", რომელიც ამ დროისთვის არ იმყოფება საქართველოში. სამართალდამცველებმა ლავასოღლის წინააღმდეგ მტკიცებულებები ფარული მიყურადების შედეგად მოიპოვეს.

კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის „ლავას ოღლის" 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ათ დაკავებულს კი 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0