შსს-მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თელავის რაიონში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათესავებმა PAY აპარატები დააყაჩაღეს — რა ოდენობის თანხა მიითვისეს დამნაშავეებმა >>

უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს თელავის რაიონის  სოფელ იყალთოში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები — სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  დაკავებულებმა —  23 წლის ლ.შ-მ, 20 წლის გ.კ.-მ, 26 წლის ზ.გ.-მ და 30 წლის ლ.მ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0