ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს

© Sputnik / Alexander ImedashviliTBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალი
TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 120 000 ლარი.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

არსებული ინფორმაციით, უცხო პიროვნება ინკასატორს მანქანაში ჩაუჯდა და იარაღის მუქარით, ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხა წაართვა, შემდეგ კი ჯიხაშკარის ტყეში აიყვანა და ხელ-ფეხ შეკრული დატოვა.

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
დაყაჩაღება აბაშაში: ინკასატორს 200 ათასი ლარი სახლიდან მოპარეს

ინკასატორმა პოლიციასთან დაკავშირება მომხდარიდან  დაახლოებით ორ საათში შეძლო. ის ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წაღებული თანხა დაახლოებით 120 ათას ლარს შეადგენს.

როგოც შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში „Sputnik საქართველოს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა“) მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


ყველა ახალი ამბავი
0