ნათესავებმა PAY აპარატები დააყაჩაღეს - რა ოდენობის თანხა მიითვისეს დამნაშავეებმა

© Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი გადახდის ტერმინალი Pay Box
სწრაფი გადახდის ტერმინალი Pay Box - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა 149 828 ლარისა და 220 აშშ დოლარის მითვისება სცადეს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტზე თბილისსა და სარფში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები ნათესავები არიან. წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების 33 წლის ინკასატორმა და 28 წლის მისმა ნათესავმა დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო–სათვალათვალო კამერები, დაყაჩაღების ფაქტი გაითამაშეს.

TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში TBC PAY-ის ინკასატორი დააყაჩაღეს

თავდაპირველად გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე სსკ-ის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. 

„მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარები და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული თანხა“, — ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება ზაჰესში განახორციელეს. თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს. მოპარულმა თანხამ 149 828 ლარი და 220 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული იქნა ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რომელთა შედეგად სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დამნაშავის საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამჟამად გამოძება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, 370-ე მუხლის მესამე და 344-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს („წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა“), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0