საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე ვადით პატიმრობა ელის

© FB / Ahmed Imamkulievაზერ სულეიმანოვი
აზერ სულეიმანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულეიმანოვი აღნიშნულ ფაქტს პროკურატურის მხრიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მორიგ პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს მარნეულის მკვიდრის ელჩინ ალახვერდიევის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ბრალი წაუყენა, იუწყება Новости-Грузия პროკურატურის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, სულეიმანოვმა, მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.–მ ელჩინ ალახვერდიევი იმიტომ სცემეს, რომ მან 10 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. გარკვეული დროის შემდეგ ალახვერდიევი აბაზოვმა სცემა და აიძულა საკუთარი ცოლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო>>>

„ეს პროკურატურის მხრიდან ჩვენს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ მორიგი პოლიტიკური თამაშია. ჩვეულებრივი შაბლონური კითხვები იყო, მე უდანაშაულო ვარ“, – განაცხადა სულეიმანოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ.

მისი სიტყვებით, ყველა დაკითხული პირი მმართველი პარტიის წარმომადგენელია.

სულეიმანოვისთვის გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ მას.

„ერთი რამე არ მესმის. ეს ადამიანი ზაზა სარალიძის აქციაზე იყო და მას ჩართვა ჰქონდა. ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელია „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, ჩემთან მოვიდა და ვკითხე, რატომ საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, სხვა არაფერი. გამოდის, რომ „ოცნების“ შიგნით დაპირისპირებაა და მე ახლა „ოცნების“ ორი წარმომადგენლის – ივანიშვილისა და აბაზოვის ადვოკატი ვარ პროკურატურაში“, – აღნიშნა სულეიმანოვმა.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია მარნეულის მერი აბაზოვი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ყველაფერი სასამართლოზე შეიცვალა – ვისკენ იშვერს თითს შსს>>>

აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და მოქალაქე ე.გ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რომელზეც ივანიშვილისა და აბაზოვის წინააღმდეგ უცენზურო განცხადებები გაკეთდა, თბილისში 31 მაისიდან სხვადასხვა ინტენსივობით იმართებოდა. საპროტესტო მოძრაობა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ერთ–ერთი მოკლულის, 16 წლის დავით სარალიძის მამამ დაიწყო, რომელმაც პროკურატურა საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და სხვა დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0