06:04 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (52)
62 0 0

ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს მარნეულის მკვიდრის ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა პარლამენტის დეპუტატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს აზერ სულეიმანოვს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ფიზიკურად გაუსწორდა მარნეულის მკვიდრს ელჩინ ალახვერდიევს.  

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სიუჟეტი გაავრცელა, თუ როგორ გაუსწორდნენ მარნეულის მკვიდრს, რომელმაც თბილისში გამართულ აქციებზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა (მარნეული საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან — რედ.) და მოქალაქე ე.გ.-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს>>>

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი „ნაცმოძრაობის" ოფისში მოხდა. შემდეგ ელჩინ ალახვერდიევი ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე გაიყვანეს, სადაც მათ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი ელოდა. აბაზოვმა ალახვერდიევს სახეში შეაფურთხა, ხელი გაარტყა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ელჩინ ალახვერდიევი აიძულეს მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

ოთხშაბათს, დილით მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამინ ალახვერდიევისა და მოქალაქე ე.გ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ისჯება ჯარიმით, ან 180-დან 240 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (52)

მთავარი თემები