მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

© photo : municipality of marneuli / FBთემურ აბაზოვი
თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის მკვიდრი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი და თემურ აბაზოვი უცენზუროდ მოიხსენია, აიძულეს, სავარაუდოდ, საკუთარი შარდით სახე დაებანა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინტერნეტში იმ ადამიანის ღირსების შემლახავი ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ხელისუფლება გალანძღა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამშაბათს „სტუდია მონიტორმა", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებითაა დაკავებული, სიუჟეტი გაავრცელა, თუ როგორ გაუსწორდნენ მარნეულის მკვიდრს, რომელმაც თბილისში გამართულ აქციებზე უცენზუროდ მოიხსენია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

მას შემდეგ, რაც შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მოხვდა, გადაწყვიტეს მისთვის „ჭკუის სწავლება". მალე ინტერნეტში ახალი ვიდეო გაჩნდა, რომელშიც მარნეულის მკვიდრი ბოდიშს იხდის და ვიღაცის მითითებით რაღაც სითხით, სავარაუდოდ, საკუთარი შარდით სახეს იბანს.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
უმრავლესობის სხდომა: პრემიერის გადადგომა უქმდება

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ატარებს. საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისის საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით დეტალებს მოგვიანებით გააცნობს", — ციტირებს Новости-Грузия პროკურატურის პრეს-სამსახურის თანამშრომელს.

გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სტუდია მონიტორის" ჟურნალისტები დაინტერესდნენ და მარნეულის მერს ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან აღნიშნული ინციდენტის შესახებ, რაზეც აბაზოვმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„ეს აბაზოვი, მარნეულის მერი, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაა. შეგახსენებთ, თქვენ შეგიძლიათ ეს კადრები მოიძიოთ და ნახოთ პარტიის ("ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" — რედ.) ბოლო ყრილობაზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, მას გვერდით აბაზოვი ედგა", — განაცხადა ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-თან.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რომელზეც ივანიშვილისა და აბაზოვის მისამართით უცენზურო გამოთქმები გაჟღერდა, იგი თბილისში 31 მაისიდან სხვადასხვა ინტენსივობით ტარდება. საპროტესტო ტალღა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ააგორა, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას ითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0