მაგდა პაპიძემ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პოლიციამ მის მიმართ ძალადობა გამოიყენა და გაუპატიურებით ემუქრებოდა

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო მაგდა პაპიძის საჩივარი, რომელსაც მეუღლისა და 5 წლის შვილის — ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეეფარდა.

პარლამენტი სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპიძეს განაჩენი 2016 წლის ივლისში გამოუტანა. საზარელი მკვლელობა თბილისში 2015 წლის 19 დეკემბერს მოხდა. სასამართლო მოსმენებზე მან არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. პაპიძის თქმით, ამის შედეგად მას მუცელი მოეშალა. ის ამტკიცებს, რომ დაირღვა მისი უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებით არის გათვალისწინებული („წამების აკრძალვა“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“).

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაული ერთნახევარჯერ გაიზარდა

სტრასბურგის სასამართლოში პაპიძის ინტერესებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს.

„საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიძე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

დაკავებიდან მესამე დღეს თბილისის პროკურატურამ პაპიძის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მოგვიანებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე დაიხურა. არასამთავრობო ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.

„მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მოკლა და მიიმალა: შსს-მ ბიზნესმენის მკვლელობა გახსნა >>

გამოძიების პერიოდში პაპიძემ დანაშაულის სავარუდო ჩადენის ადგილი დეტალურად აღწერა.

„მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი“, — ნათქვამია განცხადებაში.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური დანაშაულის ფაქტები გახშირდა

ის, რომ პაპიძე ორსულად იყო, სასამართლო მოსმენისას ექიმ-გინეკოლოგმა დაადასტურა. ორსულობა დადასტურდა 23 დეკემბერს, ხოლო განმეორებითი შემოწმებისას, 26 დეკემბერს, ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამასთან, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ გამოკვლევის მომენტში პაპიძის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ორსულობის შეწყვეტის მიზეზი დღემდე უცნობია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ გამოძიებას ორსულობის შეწყვეტის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და ექსპერტისთვის კონკრეტული, სპეციფიკური შეკითხვები არ დაუსვამს.

რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, პროკურორებმა დაამტკიცეს სასამართლოში, რომ მაგდა პაპიძემ თავის ბინაში, მძინარე ქმარს რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ურო. მიღებული ჭრილობების შედეგად ომარ ქაფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ კი პაპიძემ დაახრჩო თავისი 5 წლის შვილი.

მკვლელობისა და გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა >>

ცხედრების თავიდან მოცილების მიზნით, პაპიძემ ისინი ქუჩაში გამოიტანა და ცდილობდა ოჯახის მანქანაში ჩაედო. იგი ვერ მოერია ცხედრებს და ქუჩაში დატოვა. 

მოგვიანებით პროკურატურამ საქმის ახალი მასალები გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის იარაღი — ურო, რომელიც ეზოში, ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს, პაპიძემ წინასწარ ერთ-ერთ ბაზრობაზე შეიძინა. ეს განცხადება პროკურატურამ ვიდეომასალითაც გაამყარა, სადაც ჩანს როგორ მოდის ქუჩაში პაპიძე ბავშვთან ერთად უროთი ხელში. 


ყველა ახალი ამბავი
0