06:13 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
ციხე

მკვლელობისა და გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (741)
34910

ბოროტმოქმედმა მამიდაშვილი გაუპატიურების მცდელობის კვალის დასაფარად მოკლა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლის მამაკაცს გაუპატიურების მცდელობისა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მამიდაშვილის მკვლელობისთვის 18 წლით პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოხდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 16 ივლისს ბრალდებული შეეცადა 19 წლის მამიდაშვილთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. გოგონას მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო მან ჩანაფიქრის ასრულება ვერ შეძლო.

ამ შემთხვევის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გოგონას დანით 35 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა და საძილე არტერია და ვენები დაუზიანა. გოგონა სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მკვლელობის მეორე დღეს ფოთში დააკავეს. მკვლელობის იარაღი — დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მკვლელობა აღიარა, თუმცა დამამძიმებელი გარემოებები და გაუპატიურების მცდელობა უარყო.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მოწმეების, ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებებიდან გამომდინარე.

„გაუპატიურების მცდელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მსჯავრდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით“, — ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (741)

მთავარი თემები