„ევროპული საქართველო“ შემაკავებელი ორდერის ნაცვლად მოძალადის დაკავებას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახიძის განცხადებით, ძალადობის ნიშნების არსებობის ან მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად, პირი უნდა დააკავონ, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ პარტიის ორ ინიციატივაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ისაუბრა.

კახიძის განცხადებით, ძალადობის ნიშნების არსებობის ან მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად, პირი უნდა დააკავონ. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებშია მიღებული.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა ვეფხია ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

მისი თქმით, ამერიკის ძალიან ბევრ შტატში ანალოგიური პრობლემა იდგა, როდესაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოძალადეები უფრო მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, მათ შორის ეს მსხვერპლის სიცოცხლის ხელყოფით მთავრდებოდა.

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის  ქალი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბაქრაძეზე შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

„ევროპული საქართველოს“ მეორე ინიციატივის თანახმად, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„თუ დღეს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პასუხისმგებლობაა განსაზღვრული, ის გაიზარდოს და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვროს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას, აქ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გვქონდე“, – განაცხადა კახიძემ.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კახიძის თქმით, პარტიამ ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე გააცნო. სამშაბათს მეორე შეხვედრა შედგება და ამის შემდეგ ინიციატივა პარლამენტში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება.


ყველა ახალი ამბავი
0