მოკლა და მიიმალა: შსს-მ ბიზნესმენის მკვლელობა გახსნა

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა ძირითადი ეჭვმიტანილი, თუმცა ის ამჟამად მიმალვაშია

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში, ამირეჯიბის ქუჩაზე ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს 37 წლის მამაკაცს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კახიძე მიმდინარე წლის 21 მარტს მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კახიძე მისივე ბინაში მოკლა, აგრეთვე ქალი დაჭრა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი კახიძის სახლში შინამოსამსახურედ მუშაობდა, მანვე გაუღო კარი ბოროტმოქმედს. ქართული მედიის ვერსიით, კახიძე ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი თანამფლობელი იყო.

პატიმარი - Sputnik საქართველო
ცოლის მკვლელობის მცდელობა გამვლელების თვალწინ თბილისში - ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და მკვლელობის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები — „მაკაროვის“ და „ბერეტას“ სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. 

პოლიცია არ ასახელებს სავარაუდო დამნაშავის ვინაობას და მხოლოდ მის ინიციალებს ავრცელებს — გ. ჩ. სააგენტო Primetime-მა გაარკვია, რომ ბრალდებული გია ჩოფლიანია.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა აქამდე არ იციან, რომ რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ კახიძე ბრალდებულს არ იცნობდა.

„მოტივთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ვერ ვხვდები, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი. ეს პიროვნება არაფერს მეუბნება, რომ რაიმეს დავუკავშირო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბაბუაჩემს მასთან არანაირი პირადი ნაცნობობა არ აკავშირებდა“, — განაცხადა მოკლული ბიზნესმენის შვილიშვილმა გიორგი კახიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ვისია დანა, რომლითაც დავით სარალიძე მოკლეს — საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან >>

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0