ავარია რიკოთზე - დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რიკოთის გვირაბთან, გვიან ღამით მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი საპირისპირო ზოლზე მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ადგილზევე დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი, რომელიც ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად: ერთი ადამიანი დაიღუპა

ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0