თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რიკოთის გვირაბთან, გვიან ღამით მომხდარ ავარიას ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი საპირისპირო ზოლზე მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ადგილზევე დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი, რომელიც ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა.
ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.