23:33 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
112

ფოთში მეცხრეკლასელმა გოგონამ თვითდაზიანება მიიყენა - მიზეზი მამასთან კამათი

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (692)
264 0 0

დაშავებულს ნაკაწრები მაჯის არეში აღენიშნება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში მეცხრე კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მომხდარი ფაქტის შესახებ გოგონამ სკოლის მანდატურს თავად აცნობა, რის შემდეგადაც მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ნაკაწრები მაჯის არეში აღენიშნება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გოგონა თვითდაზიანების მიზეზად მამასთან კონფლიქტს ასახელებს. არასრულწლოვანი გოგონას დედა კი მამასთან მომხდარ მცირე ინცინდენტს ადასტურებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ("თვითმკვლელობამდე მიყვანა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (692)

მთავარი თემები