„ქართული მარშის" წევრ ვლადიმერ სადღობელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / Руки в наручниках во время задержания подозреваемого
Руки в наручниках во время задержания подозреваемого - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმერ სადღობელაშვილისა და მოძრაობის სხვა წევრების დაკავების მიზეზი 9 დეკემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი გახდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული მოძრაობა „ქართული მარშის" სამი წევრიდან ერთს 12 დღით პატიმრობა შეეფარდა, ორი კი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„ქართული მარშის" წევრების — ვლადიმერ სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილისა და ანზორ ფორჩხიძის დაკავების მიზეზი 9 დეკემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი გახდა.

„ქართველთა მარშის“ მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
პოლიციამ „ქართული მარშის“ ოთხი აქტივისტი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩატარებული ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ხოლო ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.

სამივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე („წვრილმანი ხულიგნობა") და 173-ე მუხლით („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა") დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0