პოლიციამ „ქართული მარშის“ ოთხი აქტივისტი დააკავა

© photo: Sputnik / STRINGER„ქართველთა მარშის“ მონაწილეები თბილისში
„ქართველთა მარშის“ მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული მარშის“ აქცია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით ჩატარდა

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე, რომელიც მოძრაობა „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) შენობის წინა გამართეს. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ "ქართველთა მარში" ცილისწამებაში დაადანაშაულა

„ქართული მარშის“ აქტივისტები ტელეარხის შენობის წინ შაბათ საღამოს შეიკრიბნენ, როდესაც ეთერში თოქშოუ „განსხვავებული აქცენტები“ გადიოდა. შოუში საუბარი იყო იმაზე, უნდა თუ არა გააშუქოს მედიამ საზოგადეობის ზოგიერთ წარმომადგენელთა ჰომოფობიური გამონათქვამები. სწორედ ამან გამოიწვია „ქართული მარშის“ აქტივისთა პროტესტი, რომლებიც საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდიან.

აქციის რამდენიმე მონაწილემ ტელეარხის შენობის ეზოში პიროტექნიკა შეაგდო. ამის შემდეგ სიტუაცია გამძაფრდა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგად აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს.

ეს პირველი აქცია არ არის, რომელიც „ქართულმა მარშმა“ მოაწყო. ივლისსი აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობა მოაწყო და საქართველოში არალეგალების ყოფნა გააპროტესტა. „ქართველთა მარშში“ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მოგვიანებით ამ მსვლელობის ორგანიზატორებმა დააარსეს სახალხო მოძრაობა სახელწოდებით „ქართული მარში“.


ყველა ახალი ამბავი
0