20:30 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
73 0 0

ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს, იუწყება სუს-ის პრეს-სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% — 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის სახით 8000 ლარის აღების ფაქტზე გიორგი ნ. 2017 წლის 1 დეკემბერს დააკავეს.

გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შოთა ნოზაძე

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა, ფოთის მუნიციპალიტეტი

მთავარი თემები