„წინასაახალწლო პრემია“ 8 ათასი ლარი: ფოთის მერიის აპარატის თანამშრომელი დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს, იუწყება სუს-ის პრეს-სამსახური.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
თელავის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10% — 24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი – 8000 ლარი.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის სახით 8000 ლარის აღების ფაქტზე გიორგი ნ. 2017 წლის 1 დეკემბერს დააკავეს.

გამოძიება სსსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0