დაჭრილი მოზარდისთვის სისხლის ბანკი სისხლს ითხოვს

© photo: Sputnik / Grigory sysoev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის გადასხმის ცენტრი
სისხლის გადასხმის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდს სამი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

„ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი" განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ, მოგვმართეთ: 2390313, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 "წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" პირველი სართული. "ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“ — აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ლოლაძე - Sputnik საქართველო
ქირურგი: პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ამ დრომდე სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის თქმით, 51-ე სკოლის მოსწავლისთვის სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ინციდენტი პარასკევს შუადღეს ხორავას ქუჩაზე მოხდა, 51-ე სკოლის მახლობლად. გარჩევისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი 16 წლის მოზარდი, ერთ-ერტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე ძალიან მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0