საქართველოში ხანძართან ბრძოლა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად ხანძარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და კახეთის საძოვრებზე გაჩნდა

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ადიგენის რაიონში ღაღვის ტყე იწვის, რომელიც სოფელ დერცელიდან ათ კილომეტრში მდებარეობს, განუცხადა „Sputnik — საქართველოს" ადიგენის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

მისი სიტყვებით, ხანძარი 21 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. „მთელი ღამე ტრაქტორი მუშაობდა, რაღა მეხანძრეებისთვის გზა გაეჭრა, მთიანი რელიეფი, რა თქმა უნდა, მუშაობას ართულებს. ხანძარი, ჯერჯერობით, ლიკვიდირებული არ არის. რამდენიმე თვე არ გაწვიმებულა, გვალვაა და ვფიქრობ, ამის შედეგია ეს", — აღნიშნა მან. 

ხანძარი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
2017 წლის დასაწყისიდან აგვისტომდე საქართველოში ტყის 23 ხანძარი დაფიქსირდა

მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება, ირწმუნებიან რაიონულ ადმინისტრაციაში და აღნიშნავენ, რომ ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული.

ხანძარს ებრძვიან თუშეთშიც. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ სოფელ ჰეღოში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი საძოვრებს გაუჩნდა. ეს თუშეთში გაჩენილი ხანძრის მესამე შემთხვევაა. სოფელ ხახაბოში ხანძრის ჩაქრობას ორი კვირის განმავლობაში ებრძოდნენ.

ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე.

ყველა ახალი ამბავი
0