2017 წლის დასაწყისიდან აგვისტომდე საქართველოში ტყის 23 ხანძარი დაფიქსირდა

© photo by press-service of Adjara Govermentხანძარი მაღალმთიან აჭარაში
ხანძარი მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოს ტყეებსა და მინდვრებზე 47 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ტყეებსა და მინდვრებზე 23 ხანძარი დაფიქსირდა.

უწყების მასალების მიხედვით, სულ წლის დასაწყისიდან დაიწვა 47 ჰექტარი ტერიტორია. ამ მონაცემებში არ შედის მასშტაბური ხანძარი ბორჯომის ტყეში, რომელიც 20 აგვისტოს გაჩნდა, ასევე მის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ხანძრები.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი გაანადგურა

"ბორჯომის ხანძრის შემდეგ ჩვენი თანამშრომლები უნდა გავიდნენ ტერიტორიაზე და შეისწავლონ, ტყის ფონდის რომელი ნაწილი დაიწვა", — განმარტა სააგენტოს წარმომადგენელმა.

ამასთან, სატყეო სააგენტომ 2007-2016 წლებში დაარეგისტრირა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრების 297 შემთხვევა. ყველაზე მეტი ხანძარი მოხდა 2015 წელს — 72. მაშინ 205 ჰექტარზე მეტი დაიწვა.

განსაკუთრებული ზარალი მიადგა საქართველოს ტყეებს 2008 წელს. 32 ხანძრის შედეგად დაიწვა 1,3 ათასი ჰექტარი.

2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

ყველა ახალი ამბავი
0