საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი გაანადგურა

გამოწერა
2007 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს ტყეებსა და მინდვრებში 297 ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 3,8 ათასი ჰექტარი განადგურდა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრებმა, საერთო ჯამში, 3,8 ათას ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა, იუწყება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო.

ტყის ხანძრის ლიკვიდაცია მაღალმთიან აჭარაში - Sputnik საქართველო
ხანძარი მაღალმთიანი აჭარის ტყეში

სატყეო სააგენტომ ტყეებსა და მინდვრებში 2007 —2016 წლების პერიოდში ხანძრის 297 შემთხვევა დაარეგისტრირა. ამასთან, ყველა მეტი აალება იყო 2015 წელს — 72. მაშინ 205 ჰექტარი დაიწვა.

საქართველოს ტყის ხანძრებმა ყველაზე დიდი ზარალი 2008 წელს მიაყენეს. მთლიანობაში  32 ხანძრის შედეგად, 1,3 ათასი ჰექტარი ფართობი ტერიტორია დაიწვა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის ხანძრების პრობლემა საკმაოდ აქტუალური გახდა, რომელიც განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე ძლიერი ხანძარი ბორჯომის ხეობაში სოფელ დაბაში იყო, რომელსაც შესაბამისი სამსახურები ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ყველა ახალი ამბავი
0