აშშ-ის მოქალაქე, რომელიც თბილისში დაჭრეს, საავადმყოფოში რჩება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულის მამის თქმით, მისი შვილი აშშ-დან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თემქაზე თავს დაესხნენ, მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

112 - Sputnik საქართველო
სროლა თბილისში – დაჭრილია მამაკაცი

ინციდენტი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. 26 წლის ზვიად ლურსმანაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მას თავს დაესხნენ. თავიდან დანით დაჭრეს, შემდეგ კი სამი გასროლის ხმა გაისმა.

შემთხვევის დროს ლურსმანაშვილთან ერთად თავისი მეგობარი გოგონა, მუსიკოსი თიკო მოსემღვდლიშვილი იმყოფებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ლურსმანაშვილი აშშ-ის მოქალაქეა. ინციდენტით საქართველოში ამერიკის საელჩო დაინტერესდა.

ექიმების განცხადებით, გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ექიმები პოლიციას პაციენტის დაკითხვის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ.

პოლიციას ჩვენება უკვე მისცა მოსემღვდლიშვილმა, თუმცა, ის ჟურნალისტების წინაშე არ გამოჩენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ჯერჯერობით უცნობია, თავდამსხმელი დაჭრილია თუ არა, ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.

დაზარალებულის მამის თქმით, მისი შვილი აშშ-დან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და მას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა. ოჯახი ასევე გამორიცხავს ყაჩაღური თავდასხმის ვერსიას.

ყველა ახალი ამბავი
0