სროლა თბილისში – დაჭრილია მამაკაცი

გამოწერა
მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მას თავს დაესხნენ. იგი თავიდან დანით დაჭრეს, შემდეგ კი სამი გასროლის ხმა გაისმა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ე.წ. თემქის დასახლებაში უცნობი პირები ახალგაზრდა მამაკაცს დაესხნენ თავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მას თავს დაესხნენ. იგი თავიდან დანით დაჭრეს, შემდეგ კი სამი გასროლის ხმა გაისმა.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0