08:18 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიცია

ბათუმში 35 წლამდე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
5201

ქალბატონი ქალა-ტვინის დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა, იუწყება გაზეთი ბათუმელები"

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის ქალი, ქალა-ტვინის დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა".

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მთავარი თემები