თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა, იუწყება გაზეთი „ბათუმელები".
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის ქალი, „ქალა-ტვინის დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა".
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.