09:10 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

სანქციებს ექვემდებარება ასევე აკუსტიკური და გაზის იარაღის ტარება, ან მათი გადატანის წესების დარღვევა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დასახლებულ პუნქტებში სანადირო, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) და პნევმატური იარაღებიდან სროლა ჯარიმას დაექვემდებარება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული შესაბამისი ცვლილებები ძალაში 29 ივლისს შევა.

ცვლილებების თანახმად, გაზის, პნევმატური ან ხმოვანი იარაღიდან და სანადირო თოფიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დადგენილი წესების დარღვევით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და იარაღის შესაძლო კონფისკაციას.

ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის გამეორება ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას.

სანქციებს დაექვემდებარება აკუსტიკური იარაღის ტარება ან მისი გადატანის წესების დარღვევაც – ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 500 ლარია.

ანალოგიურ ჯარიმას ითვალისწინებს გაზის იარაღის ტარების წესის დარღვევა.

წლის მანძილზე აღნიშნული აკრძალვების განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას ათასი ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას.

მთავარი თემები