07:56 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)
59 0 0

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ვაქცინის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა შეუკვეთა, თუმცა თარიღი, თუ როდის შემოვა ვაქცინა, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკური და ტექნიკური მზადყოფნის საკითხები (მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით), ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

„ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე“, - წერს მთავრობის მეთაური.

ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. სავარაუდოდ 4 მაისიდან ჩინური Sinopharm–ით დაიწყება აცრა, რომლის 100 ათასი დოზა უკვე შემოსულია ქვეყანაში.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა 25 მარტს მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი 30 მარტს დაიწყო.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შემდეგ სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც დაემატნენ, მათ შორის 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

საქართველოში კოვიდ-პასპორტები შემოდის>>

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე (https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome), სადაც რეგისტრაციის გარდა შესაძლებელია სასურველი ვაქცინის არჩევა, მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.

27 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 40.095 ადამიანი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)

მთავარი თემები