05:30 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)
146 0 0

ეპიდვითარების გაუარესების გამო უახლოეს დღეებში შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღოს.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ტურიზმის ინდუსტრია კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე გავიდეთ ფონს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები – საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირაში იმსჯელებს>>

მინისტრის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიასთან, მათ ცალკეულ წარმომადგენლებთან და ასოციაციებთან კომუნიკაცია არასდროს შენელებულა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში პირადად აპირებს ეტაპობრივად შეხვდეს ყველა ბიზნესინდუსტრიის, ყველა დარგის წარმომადგენლებს.

თურნავას განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმი. ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა და პარალელურად პანდემიასთან ბრძოლა მარტივი ამოცანა არ არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში ტურიზმი ყველაზე მეტად დაზარალდა და სწორედ ამიტომ ეს არის სფერო, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მეტად ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება.

„ეს არის საგადასახადო შეღავათები, ეს არის სპეციალური პროგრამები, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტები, რაც ჩვენ შევქმენით, ასევე ბევრი სხვა სახის ხელშეწყობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზე ვართ, ქვეყანაში მაინც გაიხსნა საერთაშორისო ფრენები, რასაც თანდათან მოჰყვა ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 ათასს აჭარბებს. 23 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 301 ათას ადამიანს გადააჭარბა. გარდაიცვალა 3.992 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)

მთავარი თემები