ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი ლოტბარი და ფოლკლორისტი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო გუშინ გარდაიცვალა. ის 80 წლის იყო.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. დიდ ქართველ ლოტბარს, ფოლკლორის გამორჩეულ ქომაგს ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ანზორ ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
საქართველოში ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გუშინ გარდაიცვალა.

„გუშინ საქართველომ გენიალური ფოლკლორისტი დაკარგა – ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და უდიდესი მოღვაწე, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია, მან მთელი თავისი ცხოვრება ქართულ მუსიკას მიუძღვნა. ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ბატონი ანზორი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ბიძინა ივანიშვილი: ანზორ ერქომაიშვილი ჩვენს უნიკალურ კულტურას ემსახურებოდა>>

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

ყველა ახალი ამბავი
0