ბიძინა ივანიშვილი: ანზორ ერქომაიშვილი ჩვენს უნიკალურ კულტურას ემსახურებოდა

© courtesy of Nana Gotuaანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისმა ოჯახმა ანზორ ერქომაიშვილის სახით გულითადი მეგობარი, ქვეყანამ კი ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე დაკარგა.

 

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

დღეს, ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის ინფექციის გართულების ნიადაგზე, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ანზორ ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
საქართველოში ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ერქომაიშვილი მკურნალობის კურსს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 19 მარტს მოათავსეს.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ. ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა, გამორჩეულმა შემოქმედმა ანზორ ერქომაიშვილმა. ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას“, - ნათქვამია ივანიშვილის სამძიმრის წერილში.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0