საქართველოში ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© photo: Ensemble "Rustavi" / FBანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
გამოჩენილი ლოტბარისა და მუსიკოსის ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედება სამუდამოდ აღიბეჭდება ქართველი მსმენელის მეხსიერებაში.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველი მომღერლის, ლოტბარის და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პირველმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

გარდაიცვალა ანზორ ერქომაიშვილი>>

დღეს ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების ნიადაგზე გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 19 მარტს მოათავსეს.

„დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, მთელ ოჯახს და ჩვენ საზოგადოებას, რამეთუ დიდი თუ პატარა, ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ოჯახს და ახლობლებს ერქომაიშვილის გარდაცვალება მიუსამძირმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმაც და აღნიშნა, რომ ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართველი ერისთვის.

„მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სამძიმრის წერილში აღნიშნა, დიდია ანზორ ერქომაშვილის წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო.

„სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს. მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას“, – წერს კალაძე.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

ყველა ახალი ამბავი
0