ღარიბაშვილი: ერთი წელია, რაც ომში ვართ უხილავ მტერთან

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
საქართველო რიგით 46-ე ქვეყანა იყო, სადაც COVID-19-მა შემოაღწია. მთავრობამ 26 თებერვალს საგანგებო ბრიფინგისას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დაადასტურა

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა – რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან

ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ახალ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეპიდვითარება სტაბილურია, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია, აღნიშნა მან.

„ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანმოს გენერალურ დირექტორთან>>

ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა საქართველოში გაართულა მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა და თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფექცია 270.137 ადამიანს დაუდასტურდა, 264.047 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3.485 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0