რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანმოს გენერალურ დირექტორთან

© photo : Government of Georgia / FBორაკლი ღარიბაშვილი
ორაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მისი შემოტანა გადავადდა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო, WHO) გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს ტელეფონით ესაუბრა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ჯანმოს გაფრთხილება: კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება უსარგებლო გახდეს>>

მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.

„საინტერესო და პროდუქტიული საუბარი მქონდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარდა COVAX–პლატფორმისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს ქვეყანამ და ამ პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას: ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან პანდემიის დამარცხება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, – წერს ღარიბაშვილი.

ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მისი შემოტანა გადავადდა. როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

ჯანმო: კორონავირუსის გავრცელების ტემპები შემცირდა>>

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0