03:02 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
138 0 0

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ – ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ ორ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

რამდენი დაიხარჯება გზებზე 2021 წელს>>

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის ქუთაისის შემოვლითი გზის 40-კილომეტრიანი დამატებითი ორი ზოლი უკვე აშენებულია, აშენებული მონაკვეთები კი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი უკვე დაემატა.

„უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლუატაციაში.

ქუთაისის შემოვლითი 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო ოთხ ლოტად, ახლადაშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამ ოთხზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

მთავარი თემები