ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

© photo: Government of Georgia / FBქუთაისის შემოვლითი გზა
ქუთაისის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) შემადგენელ – ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ ორ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

რამდენი დაიხარჯება გზებზე 2021 წელს>>

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის ქუთაისის შემოვლითი გზის 40-კილომეტრიანი დამატებითი ორი ზოლი უკვე აშენებულია, აშენებული მონაკვეთები კი ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი უკვე დაემატა.

„უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლუატაციაში.

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი - Sputnik საქართველო
ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო

ქუთაისის შემოვლითი 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო ოთხ ლოტად, ახლადაშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ამ ოთხზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ახალი ორი ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0