12:43 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (266)
74 0 0

ფონდმა „ქართუმ“ ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან 60 მილიონ ლარად გამოისყიდა და დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცა.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ორ წელიწადში, როდესაც თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი დასრულდება, თბილისს ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე.

ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა. პარკის ტერიტორია 36 ჰექტარს დაიკავებს და გახდება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა. 

აღნიშნული ტერიტორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

„ყველანი კარგად ვხვდებით, რა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც უნდა მოეწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. 

პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში. პარკების განახლებას, რეაბილიტაციას, სკვერების კეთილმოწყობას. ბოლო წლების განმავლობაში იყო ცუდი ტენდენცია – ხდებოდა ქალაქის განვითარება და მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის მთავრობაში, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობის პროექტის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

ივლისში ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოზე მდებარე აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ბიძინა ივანშვილს ეკუთვნოდა, მისივე ფონდმა „ქართუმ“ 60 მილიონ ლარად იყიდა.

თემები:
თბილისის მერია (266)

მთავარი თემები