01:26 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
251 0 0

რაც შეეხება დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერს, მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას ცნობით, ისინი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოში საბავშვო ბაღები 1 ოქტომბრიდან, ხოლო სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, როგორც პრემიერი წერს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, ხოლო თეატრები – 1 ოქტომბრიდან.

რაც შეეხება დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერს, მთავრობის მეთაურის ცნობით, ისინი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.

„კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს – 1 ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს – 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს – 2 სექტემბრიდან“, – წერს გახარია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა უფრო ეფექტურია. აქედან გამომდინარე, მთავრობამ სწავლის, ასევე თეატრებისა და კინოთეატრების მუშაობის ეტაპობრივი განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

უფრო ადრე თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმებოდა. 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები