02:06 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)
139 0 0

საჰაერო ხიდის აღდგენამდე, თუ ამას ეპიდსიტუაცია შეუწყობს ხელს, განახლდება შეხვედრები გრიგორი კარასინთან, აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველო რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით დაინტერესებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არის საკითხი, რომელიც ახლო მომავალში გადაწყდება.

„რაც შეეხება ამ საკითხს, რომელსაც ბატონი ლავროვი თავის ინტერვიუში შეეხო, ცნობილია, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა ქართული მხარის ინიციატივით არ შემწყდარა. ჩვენ ვიყავით და ვართ დაინტერესებული ავიამიმოსვლის აღდგენით, თუ ამაზე რუსული მხარის შესაბამისი პოლიტიკური ნება იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გასულ წელს საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და ამის გამო საპროტესტო აქციების საპასუხოდ აკრძალა (2019 წლის 8 ივლისს).

როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი>>

აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ აღდგება მისი რეგულარული შეხვედრები რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან გრიგორი კარასინთან პრაღაში, როდესაც ამის საშუალებას ეპიდემიური ვითარება შექმნის.

„ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიურ სიტუაციას, სატელეფონი კავშირი გვაქვს ერთმანეთთან, როგორც კი ეს ვითარება საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვრავთ კონკრეტულ თარიღს და გავმართავთ შეხვედრას“, – აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან გაწყვეტილია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. შუამავალი ქვეყნებს შორის შვეიცარიაა.

ამ დროისათვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე ზურაბ აბაშიძისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრების ფარგლებში.

ეს მხოლოდ ჭორებია – პრემიერი რუსეთთან საზღვარზე შეზღუდვების დაწესების შესახებ>>

კორონავირუსის პანდემიის გამო ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის გადატანა გადაწყვიტეს, რომელიც 31 მარტს და 1 აპრილს უნდა გამართულიყო.

პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)

მთავარი თემები