როდის გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოკონფერენციაზე მხარეებმა განიხილეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ვიდეოშეხვედრების შესაძლებლობა.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ვადები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარების მიხედვით დასახელდება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით>>

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, საკითხი დაისვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, ასევე ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს საპეციალური წარმომადგენლები.

„შევთანხმდით, გავაგრძელოთ კონტაქტები ჟენევის ფორმატში დისტანციურ რეჟიმში, მათ შორის, მხედველობაში გვექნება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადება, რომლის ჩატარების ვადები COVID-19-ის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით განისაზღვრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეოკონფერენციაზე მხარეებმა განიხილეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ვიდეოშეხვედრების შესაძლებლობა.

ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევასა და დაინტერესებული მხარეების მიერ დიალოგის გზით გადაწყვეტილებების მიღებაზე მოთხოვნილების ზრდა.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებას სთხოვენ

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან გაწყვეტილია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამ დროისთვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრების ფარგლებში.

პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0