ეს მხოლოდ ჭორებია – პრემიერი რუსეთთან საზღვარზე შეზღუდვების დაწესების შესახებ

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისასაზღვრო პუნქტი "ზემო ლარსი"
სასაზღვრო პუნქტი ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსეთთან საქართველოს საზღვარზე COVID-19-ის გავრცელების რისკი არ არის გაზრდილი.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრის ერთადერთ გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი – ზემო ლარსი“ ეპიდემიური მდგომარეობა მთლიანად ექვემდებარება კონტროლს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

გამყრელიძე: სახმელეთო საზღვრების გახსნა ჯერ არ შეიძლება>>

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით დეპარტამენტის 11 თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან შვიდი „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის თანამშრომელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მასმედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ „ყაზბეგის“ გამშვებ პუნქტზე შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს.

„რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეში, რომ მთავრობა ასევე ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად საქართველომ 16 მარტიდან, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, საზღვრები ყველა ქვეყანასთან ჩაკეტა.

კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ სახმელეთო საზღვარი გადაკვეთონ, თუ ისინი სამშობლოში ბრუნდებიან. საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვთ ასევე ტვირთების სატრანზიტო გადამზიდებსაც.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი?

საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, მოქალაქეები სამშობლოში ჩამოსვლისთანავე გადიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მკაცრ კონტროლს გადის ასევე ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

„დღევანდელი მონაცემებით, 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგან ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს, რომ ეს არ არის დიდი რიცხვი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ“, – განაცხადა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 1278-ს შეადგენს, რომელთაგან 1258 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0