07:17 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
24310

ქართველი ეპიდემიოლოგები, მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მათთან სახმელეთო საზღვრების გახსნას არ ურჩევენ

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მეზობელ ოთხივე ქვეყანაში ინფიცირების მაღალი დონეა, ამიტომ სახმელეთო საზღვრების გახსნა მათთან არარეკომენდებულია, განაცხადა TV Pirveli–ს ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან მარტიდან ჩაკეტა.

„ჯერჯერობით საზღვრები ჩვენს პირდაპირ მეზობლებთან – აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რუსეთთან, სომხეთთან, დაკეტილი უნდა იყოს. არსებობს მხოლოდ შემოსვლის გარკვეული პირობები, რომლის დაცვითაც შემოდიან ადამიანები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მედიცინაში არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტიები, თუმცა საკარანტინო ზონები ამ ექვს თვეში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფქტური საშუალება აღმოჩნდა.

გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დროს კარანტინში ინფიცირებულების 25% გამოავლინეს. ეს ეფექტურია, რადგან ინფიცირებულებს ვირუსის გავრცელების საშუალება არ მისცეს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საკარანტინო ზონები 45 ათასმა ადამიანმა გაიარა.

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1 104 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა – 16.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები