22:40 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

წლევანდელმა უთოვლობამ საქართველოს ზამთრის კურორტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მათ შორისაა წყლით მომარაგების შეფერხებები

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik.  გუდაურში, უთოვლობის გამო, 11 იანვარს სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება არ შედგება,  ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის Facebook−გვერდზე

„შექმნილი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, უთოვლობის გამო, 11 იანვარს სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება არ შედგება“, — ნათქვამია განცხადებაში. 

კომპანიის ინფორმაციით, სეზონი გრძელდება იმ სათხილამურო გზებზე, სადაც საკმარისი თოვლია. ესენია სნოუპარკი, კუდები და კობი-გუდაური. 

წლევანდელმა უთოვლობამ საქართველოს ზამთრის კურორტებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. როგორც „წყალმომარაგების გაერთიანებულ კომპანიაში“ აცხადებენ, სწორედ უთოვლობა გახდა ბაკურიანსა და გუდაურში უწყლობის მიზეზი, ვინაიდან ის რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსებოდა, დაიცალა. 

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ბაკურიანს წყლის მიწოდება დღეს დილიდან აღუდგა. რაც შეეხება პრობლემურ სასტუმროებსა და ადგილებს, მათ დღის მეორე ნახევარში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. 

მთავარი თემები