08:02 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (23)
13120

საქართველოს პასპორტი ყველა მეზობლის პასპორტზე უფრო ძლიერია, გარდა რუსეთისა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ პასპორტების ინდექსში 50-ე ადგილი დაიკავა – დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 227-დან 114 ქვეყანაში შეუძლიათ წასვლა, ნათქვამია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის Henley&Partners ვებ-გვერდზე.

საქართველო ინდექსში ორი პოზიციით დაწინაურდა. კვლევის თანახმად, ბოლო სამ თვეში საქართველოსთვის უვიზო ქვეყნების სიამ ერთით მოიმატა.

რეიტინგის სათავეში არიან იაპონია და სინგაპური. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მსოფლიოს 190 ქვეყანაში ჩასვლა. მეორე ადგილზე არიან გერმანია, ფინეთი და სამხრეთ კორეა (188), ხოლო მესამე ადგილს იყოფენ დანია, იტალია და ლუქსემბურგი (187).

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთი 48-ე პოზიციაზე განთავსდა. მის მოქალაქეებს უვიზოდ 117 ქვეყანაში შეუძლიათ წასვლა. თურქეთი 52-ე ადგილზეა (112 მიმართულება), აზერბაიჯანი – 76-ზე (66), ხოლო სომხეთი – 81-ზე (60).

რეიტინგის აუტსაიდერები არიან ავღანეთი (25), ერაყი (27) და სირია (29).

ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა>>

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.

კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

თემები:
საქართველოს პასპორტი (23)

მთავარი თემები