ზემო ლარსი დღეს: საკონტროლო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

© Sputnik / Alex Shlamovტრაილერების რიგი „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-საკონტროლო პუნქტზე
ტრაილერების რიგი „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-საკონტროლო პუნქტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხრიდან საქართველოს მიმართულებით ავტომობილების გრძელი რიგი დგას

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ქართულ-რუსულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ რუსეთიდან ტურისტების დიდი ნაკადის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება პირველი არხი საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება >>

პარასკევს რუსეთიდან საქართველოში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რუსული საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსის“ მხრიდან ავტომობილების გრძელი რიგი დადგა.

ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
საქართველოში მოგზაურობა მობილური პროგრამით უფრო საინტერესო გახდება

„ჯერ კიდევ ვლადიკავკაზში გავიჭედეთ, სანამ გამოვიდოდით. თბილისში ჯერ კიდევ გუშინ უნდა ვყოფილიყავით! მაგრამ მთელი ღამე ვლადიკავკაზში გავატარეთ. დილის ხუთ საათზე გავაგრძელეთ გზა იმ იმედით, რომ საცობი აღარ იქნებოდა, მაგრამ ამაოდ. ათი საათი ვიდექით, სანამ რუსულ საკონტროლო პუნქტთან მივაღწევდით. წინ კიდევ ნეიტრალური ზონაა, კიდევ ორი საათი...“, - უამბო „Sputnik-საქართველოს“ ბარბარე კევლიშვილმა, რომელიც გელენჯიკიდან მოემართებოდა.

ქართულ მხარეს არსებული ვითარებისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე - კამერა 1 და კამერა 2.

ავტომაგისტრალი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი დღეისათვის რუსეთ-საქართველოს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ვიზიტორებს შორის მეორე ადგილზე არიან (98 ათასზე მეტი). საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების ზრდამ 30%-ს გადააჭარბა.

© Sputnik / Konstantin Ivanovტურიზმი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: საკონტროლო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა - Sputnik საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0