19:31 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ადამიანები მშვიდობის ხედზე სეირნობენ

საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (108)
122 0 0

ტურისტებმა საქართველოში 28 მილიონით მეტი დახარჯეს, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში უცხოელების 647,7 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,6%-ით აღემატება 2018 წლის აპრილის მაჩვენებელს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,5 ათასს გადააჭარბა, რაც 4,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უცხოელებმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 2,2 მილიონჯერ იმოგზაურეს, რაც 2,9%-ით აღემატება წინა წლის პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს.

იანვარ-აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა (+4,8%).

რა თანხა დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში

წინასწარი მონაცემებით, წელს, სამი თვის განმავლობაში, შემოსავალმა ტურიზმიდან 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა (+18,4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოში ტურიზმის სფერო, უკვე მერამდენე წელია, აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკაზეც აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში შენდება ახალი სასტუმროები, მოწმდება კვების ობიექტები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების მომზადება.

ტურისტების მოსაზიდად 2019 წელს ხელისუფლება სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (108)

მთავარი თემები