სკანდალური ლაბორატორია: რატომ უთხრა უარი თბილისის ბიოლაბორატორიამ რუსულ მასმედიას

© photo: NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიამ რუსულ მასმედიას უარი რეპორტაჟების სერიის შემდეგ განუცხადა

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. რუსული მასმედიის წარმომადგენლები ამიერიდან თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიაში ვეღარ მოხვდებიან, განუცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня–ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ.

„არანაირ რუსულ არხს არანაირ ინტერვიუს აღარ ვაძლევ, და არც ერთი რუსული არხი ლუგარის ცენტრში აღარ შევა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა იმნაძემ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ლუგარის ლაბორატორია: სარგებელი თუ ზიანი?

მან ეს განცხადება ხუთშაბათს, რუსულ ტელეარხებზე რეპორტაჟების სერიის შემდეგ გააკეთა. რეპორტაჟები მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის პრესკონფერენციას უკავშირდებოდა.

ყოფილი მინისტრი, რომელმაც საქართველო 20 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა, პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ აშშ–ის მხარდაჭერით აშენებულ ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება.

გიორგაძის თქმით, საუბარია საქართველოს С ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. ყოფილმა მინისტრმა, კერძოდ, ჟურნალისტებს წარუდგინა 30–კაციანი სია, რომლებიც С ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, საიდანაც 24 ერთ დღეს გარდაიცვალა. გრაფაში „სიკვდილის მიზეზი“ წერია „უცნობია“, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. პაციენტები დოკუმენტებში ნომრებით არიან მითითებული.

ამასთან დაკავშირებით გიორგაძემ მოითხოვა, რომ ეს მასალები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ.

ვნებათაღელვანი ლუგარის ლაბორატორიის გარშემო, რომელიც თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის“ დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, მისი გახსნის დღიდან არ ცხრება. რუსული მასმედია არაერთხელ წერდა, რომ ლაბორატორიის მიზანია ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, საშიშვირუსიანი შტამების შემოტანა. ამას ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ

ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს–ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ ლაბორატორიის მუშაობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მეცნიერთა მორიგი ჯგუფის ჩამოსვლა ამა წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყება ამერიკულ მხარეს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „გლობალური კვლევების ცენტრი“, რომელსაც საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ხელმძღვანელობს, ორი წლის წინ ჩაატარა საექსპერტო კვლევა თემაზე „ლუგარის ლაბორატორია: რისკები და შესაძლებლობები“. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ლუგარის ლაბორატორიამ ჩატარებული კვლევების შესახებ ანგარიში პერიოდულად უნდა გამოაქვეყნოს, თან ეს თემა უნდა გააშუქონ არა ზოგადი პროფილის ჟურნალისტებმა, არამედ მათ, ვისაც ამ საკითხის მიმართ პროფესიული დამოკიდებულება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0