ლუგარის ლაბორატორია: სარგებელი თუ ზიანი?

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაბორატორიაში განმარტეს, რომ იქ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ტექნიკური შესაძლებლობები არ არის. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ლაბორატორიის საქმიანობა საქართველოში იმიტომ იწვევს ეჭვს, რომ საზოგადოება არაინფორმირებულია.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი თბილისში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მისი მიზანია ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, სხვადასხვა სახის საშიში ვირუსების შემოტანა და ასე შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო.

ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, ალექსეევკის დასახლებაში 2011 წლის მარტში შექმნეს. თავდაპირველად ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ — შსს-ს, ხოლო დღეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„რუსეთი არაერთხელ აღშფოთებულა. იყო კიდეც საფუძვლიანი ეჭვები. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების არაინფორმირებულობის გამო ხდება, ასევე იმიტომ, რომ სააკაშვილმა ეს ლაბორატორია გახსნა, როგორც რაღაც საიდუმლოებით მოცული დაწესებულება; განაცხადა, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო დახმარება, ლაბორატორია თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარა და ყველაფერმა ამან ეჭვი გააძლიერა“, — განუცხადა  Sputnik-ს „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია ფუნქციონირებს და რომელსაც ვაშინგტონი მართავს, ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს მიდვანმა ნიკოლაი პეტრუშევმა განაცხადა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
იმნაძე: სომხეთში გრიპის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიას არ უკავშირდება

დევდარიანის ორგანიზაციამ თემაზე „ლუგარის ლაბორატორია: რისკები და შესაძლებლობები“ ექსპერტული კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანიც ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება იყო.

დევდარიანმა აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადავიდა.

„ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია“, — აღნიშნა მან.

კვლევის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2011-2012 წლებში საქართველოს „ნარკოტიკების ტრანზიტული ქვეყანა“ უწოდა. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წელს ამოიღეს დაახლოებით 3 ტონა თხევადი ჰეროინი. როგორ გამოძიებამ დაადგინა, ნარკოტიკებით სავსე ავტომანქანა, რომელშიც თითქოს თხევადი საპონი იყო, ტრანზიტით ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გავლით მოლდოვაში მიემართებოდა.

ამჟამად ლუგარის ლაბორატორიაში 90 ადამიანი მუშაობს. მათგან 20 უცხოელია. ხელფასს მათ დღემდე აშშ უხდის, თუმცა, მომავალი წლიდან საქართველო ამას საკუთარ თავზე აიღებს, აღნიშნულია კვლევაში.

საქართველოს ლაბორატორიული მეთვალყურეობის სისტემაში, ლუგარის ლაბორატორიის გარდა, კიდევ შედის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 11 და კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში — ასევე 11 ლაბორატორია.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, პერიოდულად ჩამოდიან ჟურნალისტები და მეცნიერები, რომლებსაც შეუძლიათ, სამუშაო პროცესს დააკვირდნენ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
დენგეს ვირუსით დაავადებული ინდოელი საქართველოში განკურნეს

ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებებს მისმა მენეჯერმა ეკა ადეიშვილმა უსაფუძვლო და ცრუ უწოდა. ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შესაქმენლად შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ არის.

ლაბორატორიის მისია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობაა, აღნიშნა მან.

„სადღაც წავიკითხე, რომ თითქოს ქიმიური იარაღი შევქმენით და მერე სირიას მივყიდეთ… ყველამ, ვისაც ოდესმე თუნდაც პატარა შეხება ჰქონია ჩვენს ლაბორატორიასთან, იცის, რომ აქ ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობა შეუძლებელია“, — აღნიშნა ადეიშვილმა.

ლაბორატორიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოველ წელს ამოწმებენ.

„გლობალური კვლევების ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ ლუგარის ლაბორატორიამ ყველა ჩატარებულ კვლევაზე ანგარიში პერიოდულად უნდა გამოაქვეყნოს, რათა საზოგადოებამ მისი მუშაობა ობიექტურად შეაფასოს. ამასთან, ეს თემა არა ზოგადი პროფილის ჟურნალისტებმა, არამედ იმათ უნდა გააშუქონ, ვისაც შეუძლია, ამ საკითხს პროფესიულად მიუდგეს.

ყველა ახალი ამბავი
0